როგორც ცნობილია, ჟიულ ვერნის რომანში ”80 დღე დედამიწის გარშემო”, მოქმედება იწყება ლონდონის არისტოკრატულ ”რეფორმ-კლუბში”, რომელიც პელ-მელის ფეშენებელურ ბულვარზე მდებარეობს. ეს კლუბი 170 წლის წინ დააარსეს მონებით ვაჭრობის მოწინააღმდეგეებმა და დღემდე არსებობს.
სხვა ასევე პრესტიჟული ”მდუმარეთა კლუბის” შესახებაც გვიამბო არტურ კონან დოილმა. აქ სრულ სიჩუმეში ატარებდა თავისუფალ დროს გამოჩენილი დეტექტივის უფროსი ძმა. მაგრამ არსებობდა სხვა კლუბებიც - ”ბუზღუნათა” ბიფშტექს-კლუბი”, ”დაბეჭდილი კვანძის კლუბი”, ”ხბოს თავი” და ა.შ.
ისე, ინგლისელები არ იქნებოდნენ ნამდვილი ინგლისელები, კლუბები რომ არ ჰქონდეთ. ჩვენ, ქართველებსაც ხომ გვქონდა "გეი კლუბი" :-D
მოკლედ, გადავერთოთ ისევ ინგლისსზე.
ამ კორპორაციულ დაწესებულებების (კლუბების) ”წინაპარი” - ყავახანები ფართოდ გავრცელდა XVIII საუკუნის ლონდონში. ისინი შემდეგ იქცა კლუბებად, სადაც თავიდან მხოლოდ არისტოკრატები დადიოდნენ. XIX ს-ში ელიტარული დაწესებულებების კარი ფართოდ გაიღო საქმიანი სამყაროს წარმომადგენელებისთვისაც, რომლებიც კლუბებში დილიდანვე იკრიბებოდნენ. შუადღემდე ჯენტლმენები გაზეთების კითხვასა და საქმიანი წერილების წერას უნდებოდნენ. წერდნენ საგანგებო ფურცლებზე, რომლებსაც ცალკეული კლუბი თავისი დამღით უშვებდა. ამას მოსდევდა სადილი, რის შემდეგაც განიხილავდნენ პოლიტიკურ, სოციალური, სპორტულ თუ სხვა სიახლეებს. მიდიოდა ბანქოს თამაში და იდებოდა სხვადასხვა სახის ნაძლევი.
კლუბში სადილზე მისვლა მხოლოდ საღამოს კოსტუმებით იყო ნებადართული; კლუბები ცდილობდნენ წაეხალისებინათ კულინარები. საუკეთესო იყვნენ საფრანგეთიდან ჩამოსულნი. ზოგიერთ კლუბში, მოწევა მხოლოდ მოსაწევ ოთახში იყო ნებადართული. დიდი რომანისტის, ჩარლზ დიკენსის ეპოქაში, ”პიკვიკის კლუბის” შესახებ რომ გვიამბო, ეწეოდნენ ჩხუბს და სიგარას.
კლუბებში მიღებული უცვლელი წესები ინგლისელ მწერალთა მრავალ ნაწარმოებშია აღწერილი. მათგან ყველაზე ცნობილია რობერტ სტივენსონის ”თვითმკვლელთა კლუბი”. გულუბრყვილება იქნებოდა გვევარაუდა, რომ ეს კლუბი ჩვენს დრომდე მოაღწევდა. გასაოცარია, რომ იგი საერთოდ არსებობდა. მწერალი გაეცნო კლუბის ორგანიზატორთა წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. ეგრეთ წოდებული თვითმკვლელთა კლუბი მდებარეობდა ლონდნის პრივილგირებულ ნაწილში, ჩარინგ კროსის ვაგზალთან, ერთობ საზარელი შესახედაობის სახლში.
შენობა შავი ფერისა იყო, კოლონები კი, რომლებიც კარებს და ფანჯრებს ამშვენებდა წარმოადგენდა ტრაგიზმით აღბეჭდილი მოტირალი ქალების ქანდაკებებს.
ხელისუფლებამ იცოდა, რომ შავ სახლში რაღაც კლუბი იყო. ყოველ საღამოს მის წინ ეტლების და ავტომობილების გრძელი რიგი იდგა. მუქი ტონებით შეღებილ კლუბის დარბაზში მამაკაცები კარტს თამაშობდნენ, ვახშმობდნენ, სვავდნენ ღვინოს და.. მხიარული მუსიკის თანხლებით მოულოდნელად იხოცებოდნენ :-D.
უცნაური სახელი ერქვა ამ კლუბს - ”
გულის უკურნებელი სენით შეპყრობილთა კლუბი”. ამიტომ ალბათ დიდხანს არავის გასჩენია ეჭვი კლუბის ამა თუ იმ წევრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ახსნა განმარტება მარტივი იყო: ზედმეტი დალია, ინერვიულა, გადაიღალა.
იყო ცეკვები, გართობა, სექსი... და უცებ მხიარულების მწვერვალზე მოდიოდა სიკვდილი.
მას ვერავინ ამჩნევდა და მასაც მშვიდად მიჰყავდა თავისი მსხვერპლი. მოწვეული ექიმი კი, ჩვეულებრივ, გულის დამბლის დიაგნოზს სვავდა.
ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთებს, ვინც უფრო ჩახედული იყო კლუბის საქმეებში, ძალზე აკვირვებდათ ერთი გარემოება: დროდადრო სახლში, სადაც ქალების შესვლა მკაცრად იყო აკრძალული, გამოჩნდებოდნენ ხოლმე ლამაზმანები. პოლიციამ მოისყიდა კლუბის მსახურები, შეგზავნა აგენტურა, რომლებიც შიკრიკად მოეწყვნენ კლუბში ”სამუშაოდ”.
გამოირკვა, მომხიბლავი ლამაზმანები "კალის ქურუმები" იყვნენ.
კალი ინდურ ეპოსში სიკვდილის ქალღმერთი იყო. თუმცა ”ქურუმებს” ევროპულ ყაიდაზე ეცვათ. ისინი ბენარესიდან (ქალაქი ინდოეთში) ჩამოვიდნენ და პატარა, სპილოს ძვლის ზარდახშით მოჰქონდათ გველის მომაკვდინებელი შხამი.
ღამით, ლხინი აპოთეოზს რომ აღწევდა, ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანები შეუმჩნევლად უსხავდნენ შამპანურით სავსე ფუჟერებში შხამს იმას, ვინც არჩეული იყო ”სიკვდილის მისაღებად”.
რჩეული უსულოდ ენარცხება იატაკს...
კლუბი XIX ს-ის ბოლოს დახურეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმოც კაცზე მეტმა დაასრულა სიცოცხლე ”შავი სახლის” კედლებში.
P.S. მე, ზოგადად მივესალმები კლუბების კულტს. ოღონდ რათქმაუნდა ზომიერების ფარგლებში (სიკვდილი რა მოსატანია :-D).
კარგი იქნებოდა დაგვეარსებინა „ქართველ ბლოგერთა კლუბი“ თბილისში. მყურდო გარემო, წიგნები, ბევრი ჩაი და რბილი ტახტები. კედლებზე ფარდაგები, ეგზოტიკური ნაკეთობები, სურათები, საკრავი ინსტრუმენტები და ა.შ.