28 აპნისი

четверг, 28 января 2010 г.

შესავლის ნაცვლად.

გამარჯობა მკითხველო!

ეჭვი მეპარება ვინმე კითხულობდეს ამ ბლოგს, მაგრამ მაინც.. 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია იმიტომ,რომ დასაწერილი არაფერი მქონდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი მომხდარა  ჩემს ცხოვრებაში. პირიქით, ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, შევქმენი ულამაზესი ოჯახი და თავს ბედნიერად ვგრძნობ :) 




ამასწინებზე მე და ჩემი მეუღლე განვიხილავდით შემდეგ სიტუაციას:

ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ნათლავს ახალშობილებს, ბავშვებს. ძალდატანებით გაქრისტიანების ფაქტში (კონკრეტული ნათლობის შემთხვევები)  უარყოფითს მხოლოდ იმას ვხედავ, რომ იმთავითვე შეზღუდულია გასაქრისტიანებელი ობიექტის ნება და სურვილი. ეს რათქმაუნდა არ აკნინებს მართლმადიდებელ ქრისტიანულ რელიგიას, რამეთუ ლოიალურ, მაგრამ არაპროგრესირებად რელიგიად მოიაზრება (ჩემი აზრით). თან საქართველოში გლობალური ფანატიზმის ნიშნები იმდენად არ გამოკვეთილა.

სად გავჩერდი? -ჰო, გამახსენდა! მაშდამე პარტიარქი ნათლავს ხალხს.

ქართული მედია     საშუალებების ცნობით მონათლულთა რიცხვმა უკვე 2500 მიაღწია, მაგრამ როგორც  იტყვიან - ЭТО НЕ ПРЕДЕЛ! ეს რიცხვი ათეულ ათასებს მიაღწევს და ინტენსიურად დაიწყება მაშტაბური ნათლობები წმინდა სამების თუ სხვა ტაძრებში. 

როგორც ყველა, ისე ამ საქმესაც აქვს ორი უკიდურესობა - დადებითი და შეუთასებადი. 

შეუთავსებადობა იმაში მდგომარეობს, რომ წლების მერე ამ ათეული ათასი  მონათლულიდან "შემთხვევით" (უკიდეგანო საქართველოში) ორი მონათლული თუ შეხვდება ერთმანეთს და ერთად ცხოვრებას გადაწვეტს, რელიგია აუკრძალავს ჯვრისწერას და ქორწილს რადგან ერთი მირონი ერთი ექნებათ ორივეს. 

ისევ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მშობლებო, ნუ იქნებით ამბიციური. საკუთარი ახირების ხარჯზე ნუ შეაჩერებთ ქვეყნის დემოგრაფიულ ზრდას. ისევ თქვენ აღმოჩნდებით მსხვერპლი. 


დასკვნის ნაცვლად

როგორ გაგვიმართლა, რომ ემ და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა ნათლია გვყავს...




P.S.

პატივცემულო მკითხველო,

ზემოთქმული, ჩემი აზრის დემონსტრირება გახლავათ. არავითარი პირადული არავის მიმართ. თუ სამი ადამიანი ჩათვლის, რომ ამ გზავნილით პატრიარქს, რელიგიას, ან თქვენ მოგაყენეთ შეურაცხყოფა, მაცნობეთ  და უმალ წავშლი. ბოდიშსაც მოვიხდი



4 კომენტარი:

sweetnanuka комментирует...

ძეეეედააა... რა სასწაული თეგები გაქვს (საკვანძო სიტყვები)...

utvino комментирует...

ეს აზრადაც არ მომსვლია არასდროს

ყველაფერს რომ აქვს მეორე მხარე მაინც რამდენს ნიშნავს

zurriuss комментирует...

აგერ უკვე მესამე კომენტარიც: სამი კაცი მაინც გკითხულობს :)))
კარგად მახსოვს, რომ როცა ეს ნათლობები იგეგმებოდა, პატრიარქმა განაცხადა, რომ იგი აძლევს კურთხევას შეუღლებისას. ანუ იგი თავის თავზე იღებს ამ ნათლობის საიდუმლოს ტარების ჯვარს. ეს მედიების მეშვეობითაც გაჟღერდა.
ჰოდა, აბა რაზე იქნება შემდეგი პოსტი? :))

Kate комментирует...

აი მეოთხე კომენტარიც.

ხოდა მე რამდენადაც ვიცი, აუცილებელი არ არის, რომ მესამე შვილი მოანათვლინო პატრიარქს.