Vin de Champagne

воскресенье, 9 ноября 2008 г.
ღვინო ღმერთების სასმელია, შამპანური კი არისტოკრატების.
რამოდენიმე რჩევა შამპანურის მოყვარულთ, ვინც არისტოკრატობამდე ვერ „ქაჩავენ“.

„გასროლა“ საცობით.


არი არის აუცილებელი შამპანური მაინცდამაინც ხმაურით და ქაფის თანხმლებით რომ გახსნათ, რათა ქალბატონების წრეში მამაცად წარმოაჩინოთ საკუტარი თავი (მაინც არავინ მოგცემთ ).
შამპანური აკურატულად უნდა გავხსნათ: ბოთლი 45 გრადუსით დავხაროთ, მეორე ხელით კი საცობი დავიჭიროთ. ბოთის გახნის დროს წარმოქმნილი „ბოლი“ და მსუბუქი „ზალპი“ მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

შამპანური ყინულში


ნუ ჩადებთ სამპანურს საყინულეში რადგან სასმელს მხოლოდ განსაზღვრულ ტემპერატურამდე უნდა გავაცივებაა ნებადართული. (ოპტიმალური ტემპერატურა -9 — -12ºC). უფრო მეტად გაცივების შემდეგ სასმელის ნამდვილ გემოსა და არომატს ვერ შეიგრძნობთ.

შამპანური და შუშხუნა ღვინო სხვადასხვა სასმელია.


ეს ნაწილობრივ სიმართლეა. შამპანურად მხოლოდ ის სასმელი შეიძlება იწოდებოდეს, რომელიც შამპანის (Champagne) პროვინციაში, სამი ჯიშის ყურძნისგან სპეციალური ტექნოლოგიით არის დამზადებული.
დიდი ხნის განმავლობაში კლასიკური მეთოდით დამზადებულ შუშხუნა ღვინოებს შამპანურს უწოდებდნენ, სანამ შამპანის პროვინციამ ექსკლუზიური უფლების შესახებ არ განაცხადა. ასე, რომ შამპანური და შუშხუნა ღვინო ერთი და იგივე რამ გახლავათ, განსხვავება მხოლოდ წარმოების გეოგრაფიაშია..

შამპანურის სწორად გახსნა!


ბევრს მიაჩნია ალბათ და კულტურულად აღიქვავს შამპანის გახსნას საცობის ნაზად დატრიალებით.
თუმცა, ეს არ გახლავთ სწორი. რაც არ უნდა პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, გახსნისას საცობი კი არა თავად ბოთი უნდა დაატრიალოთ. ასეთ შემთხვევაში, ხელი ნაკლებად გაგისრიალდებათ. საცობი კი მსუბუქი „ამოსუნთქვით“ განთავისუფლდება.

შამპანური - სადღესასრაულო სასმელი


შამპანურის მიღთმევა სადაგ დღეებშიც შეიძლება (ზომიერების ფარგლებში).
ყვლაფერი მავნე, რაც ამ შუშხუნა სასმელს მიაწერენ მისი გადაჭარბებული დოზით მიღებისას ან იმის ბრალია, რასაც მანამდე ან მისი დალევის შემდეგ მიირთვით.
ლუი პასტერი ამბობდა, რომ შამპანური ყველაზე უვნებელია ალკოჰოლურ სასმელებს შორის.

შამპანური და ტკბილეული


რატომღაც მავანს და მავანს შამპანურისთვის საუკეთესო დესერტად შოკოლადი მიაჩნია.
მაგრამ, მთლად მასეც არაა საქმე.
შამპანურზე მშვენივრად „მიდის“ ზღვის პროდუქრები, თეთრი ხორცი, ხიზილალა.
მაგალითად მშრალ შამპანურზე მიღებულია ყველის დესერტირება, ვარდისფერ ბატკნის ან იხვის ხორცი უხდება.

შამპანური დილით


„Шампанское по утрам пьют или аристократы, или дегенераты!“
სინამდვილეში, ფრანგები საკმაოდ ნორმალურად მიიჩნევენ შამპანურის დილიდანვე მირთმევას.
თუმცა, თუ ეს სასმელი იმდენად გიყვართ, რომ საუზმეზეც ყლურწავთ, სადილის დროსაც და ვახშმობისასაც, არ დაგავიწყდეთ: დილით მსუბუქი შუშხუნა ღვინო მიირთვით, შუადღისას საშუალო სიმაგრის, საღამოს, მეგობრებთან ერთად კი პრესტიჟულ „კიუვეს“ მიეძალეთ რათა თავიდან ავიცილოთ გულძმარვა და გასტრიტი

5 კომენტარი:

Анонимный комментирует...

ნე სიპ მნე სოლ’ ნა რანუ! ისე გემრიელად არის აღწერილი ყველაფერი შამპანურის შესახებ, რომ ნერწყვები წამომივიდა და თან გამახსენდა, რომ ახალ წელს, ტრადიციული შამპანურის მაგიერ, მურაბიანი წყლით უნდა შევხვდე :(

რაც შეეხება მისაყოლებლებს. ამ პოსტში ჩამოთვლილთაგან, არც ერთი მისაყოლებელი არ მიზიდავს შამპანურთან. მე ვამჯობინებ ხილს, კერძოდ კი მარწყვს, ან ატამს.

Summer комментирует...

სამწუხაროდ საქართველოში რასაც ქვია შამპანიური ცოტა არ იყოს პრობლემატურია :) კაი პოსტია :)

fe_male комментирует...

...შენ რომელი ხარ ღმერთი თუ არისტოკრატი?....)))

fe_male комментирует...
Этот комментарий был удален автором.
მარიამ ბლანკი¹³ комментирует...

mhh....
kai Sampanuri nu me rac mgonia rom kai iyo (imitom rom mase mere msgavss ar gadavyrivar aq) nicaSi Semomeylurwa...
vaafshe sxva iyo imisagangansxvavebit rasac chven aqv vezaxit shushxuna gvinostu ragac taxvobas :((((