პოეზიის 2 წუთი

пятница, 21 ноября 2008 г.
კვირაზე მეტი იქნება, რაც უსტარი არ ღირსებია ბლოგს. თითქმის გადამავიწყდა მისი არსებობის შესახებ.
დღეს ლიტერატურის განყოფილებაში დავძვრებოდი, ლექსებს გადავავლე თვალი, ავღშფოდი, გავბრწყინდი, გადავერთე პოეზიის სამყაროში.
შემოვხტი სკამზე, გავიშვირე ხელი და პუშკინის ლირიკით შევამკე ჩემი სამუშაო კაბინეტი. ესე, ექსტაზში მყოფს კარები უშუალო უფროსმა შემომიღო, გაოცებული სახით და მამაშვილური აურით მკითხა: Сынок, у тебя всё нормально ?


К ***

Я помню чудное мгновенье:
Передо мной явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

В томленьях грусти безнадежной
В тревогах шумной суеты,
Звучал мне долго голос нежный
И снились милые черты.

Шли годы. Бурь порыв мятежный
Рассеял прежние мечты,
И я забыл твой голос нежный,
Твой небесные черты.

В глуши, во мраке заточенья
Тянулись тихо дни мои
Без божества, без вдохновенья,
Без слез, без жизни, без любви.

Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
Как мимолетное виденье,
Как гений чистой красоты.

И сердце бьется в упоенье,
И для него воскресли вновь
И божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.

А.С. Пушкин. 1825 г.


ნანუს.. :)

ესე ჰამბავი, კლუბების კულტისა ინგლისში და საიდუმლოებები თვითმკვლელთა კლუბის შესახებ

понедельник, 10 ноября 2008 г.
როგორც ცნობილია, ჟიულ ვერნის რომანში ”80 დღე დედამიწის გარშემო”, მოქმედება იწყება ლონდონის არისტოკრატულ ”რეფორმ-კლუბში”, რომელიც პელ-მელის ფეშენებელურ ბულვარზე მდებარეობს. ეს კლუბი 170 წლის წინ დააარსეს მონებით ვაჭრობის მოწინააღმდეგეებმა და დღემდე არსებობს.
სხვა ასევე პრესტიჟული ”მდუმარეთა კლუბის” შესახებაც გვიამბო არტურ კონან დოილმა. აქ სრულ სიჩუმეში ატარებდა თავისუფალ დროს გამოჩენილი დეტექტივის უფროსი ძმა. მაგრამ არსებობდა სხვა კლუბებიც - ”ბუზღუნათა” ბიფშტექს-კლუბი”, ”დაბეჭდილი კვანძის კლუბი”, ”ხბოს თავი” და ა.შ.
ისე, ინგლისელები არ იქნებოდნენ ნამდვილი ინგლისელები, კლუბები რომ არ ჰქონდეთ. ჩვენ, ქართველებსაც ხომ გვქონდა "გეი კლუბი" :-D
მოკლედ, გადავერთოთ ისევ ინგლისსზე.
ამ კორპორაციულ დაწესებულებების (კლუბების) ”წინაპარი” - ყავახანები ფართოდ გავრცელდა XVIII საუკუნის ლონდონში. ისინი შემდეგ იქცა კლუბებად, სადაც თავიდან მხოლოდ არისტოკრატები დადიოდნენ. XIX ს-ში ელიტარული დაწესებულებების კარი ფართოდ გაიღო საქმიანი სამყაროს წარმომადგენელებისთვისაც, რომლებიც კლუბებში დილიდანვე იკრიბებოდნენ. შუადღემდე ჯენტლმენები გაზეთების კითხვასა და საქმიანი წერილების წერას უნდებოდნენ. წერდნენ საგანგებო ფურცლებზე, რომლებსაც ცალკეული კლუბი თავისი დამღით უშვებდა. ამას მოსდევდა სადილი, რის შემდეგაც განიხილავდნენ პოლიტიკურ, სოციალური, სპორტულ თუ სხვა სიახლეებს. მიდიოდა ბანქოს თამაში და იდებოდა სხვადასხვა სახის ნაძლევი.
კლუბში სადილზე მისვლა მხოლოდ საღამოს კოსტუმებით იყო ნებადართული; კლუბები ცდილობდნენ წაეხალისებინათ კულინარები. საუკეთესო იყვნენ საფრანგეთიდან ჩამოსულნი. ზოგიერთ კლუბში, მოწევა მხოლოდ მოსაწევ ოთახში იყო ნებადართული. დიდი რომანისტის, ჩარლზ დიკენსის ეპოქაში, ”პიკვიკის კლუბის” შესახებ რომ გვიამბო, ეწეოდნენ ჩხუბს და სიგარას.
კლუბებში მიღებული უცვლელი წესები ინგლისელ მწერალთა მრავალ ნაწარმოებშია აღწერილი. მათგან ყველაზე ცნობილია რობერტ სტივენსონის ”თვითმკვლელთა კლუბი”. გულუბრყვილება იქნებოდა გვევარაუდა, რომ ეს კლუბი ჩვენს დრომდე მოაღწევდა. გასაოცარია, რომ იგი საერთოდ არსებობდა. მწერალი გაეცნო კლუბის ორგანიზატორთა წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. ეგრეთ წოდებული თვითმკვლელთა კლუბი მდებარეობდა ლონდნის პრივილგირებულ ნაწილში, ჩარინგ კროსის ვაგზალთან, ერთობ საზარელი შესახედაობის სახლში.
შენობა შავი ფერისა იყო, კოლონები კი, რომლებიც კარებს და ფანჯრებს ამშვენებდა წარმოადგენდა ტრაგიზმით აღბეჭდილი მოტირალი ქალების ქანდაკებებს.
ხელისუფლებამ იცოდა, რომ შავ სახლში რაღაც კლუბი იყო. ყოველ საღამოს მის წინ ეტლების და ავტომობილების გრძელი რიგი იდგა. მუქი ტონებით შეღებილ კლუბის დარბაზში მამაკაცები კარტს თამაშობდნენ, ვახშმობდნენ, სვავდნენ ღვინოს და.. მხიარული მუსიკის თანხლებით მოულოდნელად იხოცებოდნენ :-D.
უცნაური სახელი ერქვა ამ კლუბს - ”გულის უკურნებელი სენით შეპყრობილთა კლუბი”. ამიტომ ალბათ დიდხანს არავის გასჩენია ეჭვი კლუბის ამა თუ იმ წევრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ახსნა განმარტება მარტივი იყო: ზედმეტი დალია, ინერვიულა, გადაიღალა.
იყო ცეკვები, გართობა, სექსი... და უცებ მხიარულების მწვერვალზე მოდიოდა სიკვდილი.
მას ვერავინ ამჩნევდა და მასაც მშვიდად მიჰყავდა თავისი მსხვერპლი. მოწვეული ექიმი კი, ჩვეულებრივ, გულის დამბლის დიაგნოზს სვავდა.
ისიც სათქმელია, რომ ზოგიერთებს, ვინც უფრო ჩახედული იყო კლუბის საქმეებში, ძალზე აკვირვებდათ ერთი გარემოება: დროდადრო სახლში, სადაც ქალების შესვლა მკაცრად იყო აკრძალული, გამოჩნდებოდნენ ხოლმე ლამაზმანები. პოლიციამ მოისყიდა კლუბის მსახურები, შეგზავნა აგენტურა, რომლებიც შიკრიკად მოეწყვნენ კლუბში ”სამუშაოდ”.
გამოირკვა, მომხიბლავი ლამაზმანები "კალის ქურუმები" იყვნენ. კალი ინდურ ეპოსში სიკვდილის ქალღმერთი იყო. თუმცა ”ქურუმებს” ევროპულ ყაიდაზე ეცვათ. ისინი ბენარესიდან (ქალაქი ინდოეთში) ჩამოვიდნენ და პატარა, სპილოს ძვლის ზარდახშით მოჰქონდათ გველის მომაკვდინებელი შხამი.
ღამით, ლხინი აპოთეოზს რომ აღწევდა, ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანები შეუმჩნევლად უსხავდნენ შამპანურით სავსე ფუჟერებში შხამს იმას, ვინც არჩეული იყო ”სიკვდილის მისაღებად”.
რჩეული უსულოდ ენარცხება იატაკს...
კლუბი XIX ს-ის ბოლოს დახურეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმოც კაცზე მეტმა დაასრულა სიცოცხლე ”შავი სახლის” კედლებში.

P.S. მე, ზოგადად მივესალმები კლუბების კულტს. ოღონდ რათქმაუნდა ზომიერების ფარგლებში (სიკვდილი რა მოსატანია :-D).
კარგი იქნებოდა დაგვეარსებინა „ქართველ ბლოგერთა კლუბი“ თბილისში. მყურდო გარემო, წიგნები, ბევრი ჩაი და რბილი ტახტები. კედლებზე ფარდაგები, ეგზოტიკური ნაკეთობები, სურათები, საკრავი ინსტრუმენტები და ა.შ.

Vin de Champagne

воскресенье, 9 ноября 2008 г.
ღვინო ღმერთების სასმელია, შამპანური კი არისტოკრატების.
რამოდენიმე რჩევა შამპანურის მოყვარულთ, ვინც არისტოკრატობამდე ვერ „ქაჩავენ“.

„გასროლა“ საცობით.


არი არის აუცილებელი შამპანური მაინცდამაინც ხმაურით და ქაფის თანხმლებით რომ გახსნათ, რათა ქალბატონების წრეში მამაცად წარმოაჩინოთ საკუტარი თავი (მაინც არავინ მოგცემთ ).
შამპანური აკურატულად უნდა გავხსნათ: ბოთლი 45 გრადუსით დავხაროთ, მეორე ხელით კი საცობი დავიჭიროთ. ბოთის გახნის დროს წარმოქმნილი „ბოლი“ და მსუბუქი „ზალპი“ მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

შამპანური ყინულში


ნუ ჩადებთ სამპანურს საყინულეში რადგან სასმელს მხოლოდ განსაზღვრულ ტემპერატურამდე უნდა გავაცივებაა ნებადართული. (ოპტიმალური ტემპერატურა -9 — -12ºC). უფრო მეტად გაცივების შემდეგ სასმელის ნამდვილ გემოსა და არომატს ვერ შეიგრძნობთ.

შამპანური და შუშხუნა ღვინო სხვადასხვა სასმელია.


ეს ნაწილობრივ სიმართლეა. შამპანურად მხოლოდ ის სასმელი შეიძlება იწოდებოდეს, რომელიც შამპანის (Champagne) პროვინციაში, სამი ჯიშის ყურძნისგან სპეციალური ტექნოლოგიით არის დამზადებული.
დიდი ხნის განმავლობაში კლასიკური მეთოდით დამზადებულ შუშხუნა ღვინოებს შამპანურს უწოდებდნენ, სანამ შამპანის პროვინციამ ექსკლუზიური უფლების შესახებ არ განაცხადა. ასე, რომ შამპანური და შუშხუნა ღვინო ერთი და იგივე რამ გახლავათ, განსხვავება მხოლოდ წარმოების გეოგრაფიაშია..

შამპანურის სწორად გახსნა!


ბევრს მიაჩნია ალბათ და კულტურულად აღიქვავს შამპანის გახსნას საცობის ნაზად დატრიალებით.
თუმცა, ეს არ გახლავთ სწორი. რაც არ უნდა პარადოქსალურად მოგეჩვენოთ, გახსნისას საცობი კი არა თავად ბოთი უნდა დაატრიალოთ. ასეთ შემთხვევაში, ხელი ნაკლებად გაგისრიალდებათ. საცობი კი მსუბუქი „ამოსუნთქვით“ განთავისუფლდება.

შამპანური - სადღესასრაულო სასმელი


შამპანურის მიღთმევა სადაგ დღეებშიც შეიძლება (ზომიერების ფარგლებში).
ყვლაფერი მავნე, რაც ამ შუშხუნა სასმელს მიაწერენ მისი გადაჭარბებული დოზით მიღებისას ან იმის ბრალია, რასაც მანამდე ან მისი დალევის შემდეგ მიირთვით.
ლუი პასტერი ამბობდა, რომ შამპანური ყველაზე უვნებელია ალკოჰოლურ სასმელებს შორის.

შამპანური და ტკბილეული


რატომღაც მავანს და მავანს შამპანურისთვის საუკეთესო დესერტად შოკოლადი მიაჩნია.
მაგრამ, მთლად მასეც არაა საქმე.
შამპანურზე მშვენივრად „მიდის“ ზღვის პროდუქრები, თეთრი ხორცი, ხიზილალა.
მაგალითად მშრალ შამპანურზე მიღებულია ყველის დესერტირება, ვარდისფერ ბატკნის ან იხვის ხორცი უხდება.

შამპანური დილით


„Шампанское по утрам пьют или аристократы, или дегенераты!“
სინამდვილეში, ფრანგები საკმაოდ ნორმალურად მიიჩნევენ შამპანურის დილიდანვე მირთმევას.
თუმცა, თუ ეს სასმელი იმდენად გიყვართ, რომ საუზმეზეც ყლურწავთ, სადილის დროსაც და ვახშმობისასაც, არ დაგავიწყდეთ: დილით მსუბუქი შუშხუნა ღვინო მიირთვით, შუადღისას საშუალო სიმაგრის, საღამოს, მეგობრებთან ერთად კი პრესტიჟულ „კიუვეს“ მიეძალეთ რათა თავიდან ავიცილოთ გულძმარვა და გასტრიტი

* * *

суббота, 8 ноября 2008 г.
გაბრაზდა.
ჩემი ბრალია.. (სამწუხაროდ)
მაგრამ, როგორც ყოველთვის გვჩვევია ხოლმე, Happy End. კარგი მელოდრამის ფინალივით.

იცის, მაგრამ მაინც მინდა რომ ვუთხრა:

შენ ხარ ჩემი სული :)



* * *
ყოველთვის მინდოდა მქონოდა შესაძლებლობა, რომ ქუჩისთვის დამერქვია სახელი.
არ ვიცი არის თუ არა რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ქალაქში "სიყვარულის" სახელობის ქუჩა.
ალბათ არის.
თბილისშიც მესიამოვნებოდა ქუჩა, მსგავსი სახელით.

გადავარქვათ ბუშის ქუჩას სახელი. ობამა ბარაკის პატივსაცემად, "სიყვარულის ქუჩა" დავარქვათ.

4 ნოემბერი

вторник, 4 ноября 2008 г.
საბჭოთა ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში
საბჭოთა ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში

4 ნოემბერი უნგრელების სისხლის წვეთებით ჩაეწერა ისტორიის თეთრ ფურცლებზე.
თავისუფლებისთვის მებრძოლ და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალულ ხალხს, დესპოტმა საბჭოთა საოკუპაციო არმიამ და ხელისუფლებამ - ჯოჯოხეთი მოუწყო.
სწორედ 4 ნოემბერს დაიწყო ოპერაცია «Вихрь»-ი. რის შედაგადაც დედაქალაქი ბუდაპეშტი მიწასთან გასწორდა, უნგრული ნაციონალური გვარდიის 80% განადურა.
მოსახლეობის 40% განიდევნა ქვეყნიდან.
დაიღუპა 50000-ზე მეტი უნგრელი მშვიდობიანი მოსახლე.
ეს იყო ცივი ომის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ფაქტი.
წითელმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ ანახა მსაფლიოს, თვისი ჭეშმარიტი სახე!


P.S. არ ვარ უნგრეთში ნამყოფი. დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი ამ ქვეყანას. გავეცნობოდი მის კულტურას, ხალხს და ა.შ. მაგრამ "ფოხ ჩუნეს" (სომხ. ფული არ არის).

არაუშავს! გავეცნოთ უნგრეთს ვირტუალურად:
- ტურისტებისთვის
- ყველაფერი უნგრეთის შესახებ (იტორია, კულტურა და.ა.შ.)


უნგრეთის ეროვნული ჰიმნი - DOWNLOAD

უნგრეთის ღერბი

დავიწყეთ

суббота, 1 ноября 2008 г.
დღეს ფაქტიურად პირველი ნოემბერია.
ჰოდა, სიმბოლურად ბლოგი (თუ რაც ჰქვიან) შევქმენი!
ალბათ იბადება რამოდენიმე კითხვა. სახელდობრ:
- რატომ "მიდი, მოვდივარ"?
- რას ჩაწერ ბლოგში?
- ხშირად განაახლებ ხოლმე?
და ა.შ.


ამ კითხვებზე მაქვს პრინციპლუად ერთი პასუხი - ალლაჰმა უწყის!
მხოლოდ ეს შემიძლიან ვთქო - დავწერ იმას, რაც გამიხარდება!


ბლოგს არ აქვს პრეტენზია "პრადვინუტობაზე", ორიგინალურობაზე, ინტელექტუალურობაზე და ა.შ.
ბლოგის ადმინისტრატორს, (ანუ მე) საავტორო უფლებები და მსგავსი ბიუროკრატია მძლავრად ჰკიდია.
ასევე ჰკიდია ცენზურა და ასაკობრივი შეზღუდვები.



ბლოგის სპონსორები არიან:


- კოკა-კოლა( ეს Default სპონსორია ყველგან და ყოველთვის)
----------------------------------------


- ორგ.ტექნიკის მაღაზია "გადართე სხვა კანალზე!"

----------------------------------------


- ლატვიის სოროსის ფონდი

----------------------------------------


- სამარშრუტო ტაქსი N17ა -ს მძღოლთა ასოციაცია - "ჩვენი გადახდილია"